თბილისში ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოები გაიმართება
იტალიის საელჩო საქართველოში და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ რეტროსპექტივას.
რეტროსპექტივას თან ახლავს ფოტოგამოფენა ფელინი 8 ½ პოლ რონალდის ფოტოსურათებში
რეტროსპექტივა და ფოტოგამოფენა 2, 3, ,4, 5 ოქტომბერს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში გაიმართება.
2 ოქტომბერი- ამარკორდი (1973 წ.), ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით
3 ოქტომბერი – 8 ½ ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით
4 ოქტომბერი – მიშა მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი ტონინო გუერაზე გამარჯობა, ქარი ქრის.
5 ოქტომბერი -.ტკბილი ცხოვრება. ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით.