საერთაშორისო გამოფენა Oxygen – „იცნობდე შენს მეზობელს“
„პროპაგანდა“ წარმოგიდგენთ გამოფენის „Oxygen“ რიგით მესამე გამოშვებას. თავდაპირველად გამოფენა No Fair-ის ფორმატში მოქმედებდა, თბილისის სახელოვნებო ბაზრობის დღეების პარალელურად. 2020 წლიდან პროექტის კონცეპტუალური მასშტაბი და ფორმატი შეიცვლება: ყოველ წელს გამოფენას ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, სტრუქტურითა და თემით წარმოგიდგენთ. 2020 წლის Oxygen-ი, რომლის კურატორიც ირინა პოპიაშვილია გაიხსნება სათაურით: „იცნობდე შენს მეზობელს“.
„იცნობდე შენს მეზობელს“ 20-ზე მეტი ხელოვანის ფიზიკურ და ვირტუალურ პროექტს გააერთიანებს. გამოფენა, წელს პირველად, საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს და ხელოვანებს საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდანაც მოიწვევს.
გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელორუსი, პოლონელი, რუსი და სერბი არტისტების პროექტები ადგილობრივ ხელოვანებთან ერთად გამოიფინება.
გამოფენაში მონაწილეობენ: სანდრო ანჩაბაძე, ანასტასია ახვლედიანი, საიალი ბაჰარი, უტა ბექაია, ოლგა ჩერნიშევა, ანდრო დადიანი, იოანა წულაია, გიორგი გრძელიშვილი, ანა ჯიბლაძე, ნიკიტა კადანი, თომა თამარა კანაშვილი, რიტა ხაჩატურიანი, ვლადიმერ ჰრამოვიჩი, ტაუს მახაჩევა, ვლადიმირ მილადინოვიჩი, ნუცა მიქაბერიძე, ენდრიუ ნორსი, ლუკას რადიშევსკი, გურამ შავდია, ნვარდ იერკანიანი, გიორგი ვარდიაშვილი და W2kshop.
პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, გამოფენაზე ფიზიკურ დასწრებას ერთდროულად შეძლებს მხოლოდ ხუთი ადამიანი წინასწარი ჩაწერით ლინკზე.
გამოფენა იმუშავებს შემდეგი გრაფიკით:
30 სექტემბერი – 4 ოქტომბერი 15:00 – 22:00
გამოფენის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ, შემდეგ ბმულზე: oxygen.propaganda.network