ტრადიცული გალობისა და ხალხური სიმღერის 4000-ზე მეტი აუდიოჩანაწერი ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა audiomack-ის ბაზაზე ელექტრონულად ატვირთა და საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის 4000-ზე მეტი აუდიომასალა. 

audiomack.com-სგააჩნია საკუთარი აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აუდიომასალების გადმოწერა და მობილურ ტელეფონში, ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე მოსმენა.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ერთ სივრცეში გაეცანოს როგორც საარქივო, ასევე თანამედროვე ანსამბლების ჩანაწერებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები