საქართველო “Speak-dating 2020-ზე” მონაწილეობდა 

22 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკაში ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ონლაინ ღონისძიებაში – “Speak-dating 2020”.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 36 ენა. მონაწილეებს ჩაუტარდათ შესაბამისი ენების ხუთწუთიანი გაკვეთილები. ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა კარლის უნივერსიტეტის პედაგოგმა ქალბატონმა ლელა ჟორჟოლიანმა. „Speak-dating”-ის განმავლობაში ქართული ენა მაღალი ინტერესით სარგებლობდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები