14 წელი ემიგრანტების სამსახურში – რომის სათვისტომო „კოლხეთის“ გეგმები და ინიციატივები

ვიდეობლოგის სტუმარი რომის ქართველთა სათვისტომო „კოლხეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი ბეგლარ თავართქილაძეა. ის საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია იტალიაში, რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი, რომის სასამართლოს ექსპერტი, იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

სათვისტომო ,,კოლხეთი“ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საგრანტო პროექტის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. რა აქტივობების განხორციელებას აპირებს ორგანიზაცია, როგორია სამომავლო გეგმები, ამაზე და ასევე იტალიურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს სათვისტომოს დამფუძნებელი ინტერვიუში.

იტალიის ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთის“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ პროფესიონალი ადვოკატები. ისინი ხშირ შემთხვევებში, სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან პირებს, რომლებსაც წესრიგის დამცველებთან გამოჩენისაც კი ეშინიათ და ხშირად ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები