კახეთი, ღვინო და ჯაზი
3 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულში, ფესტივალი Jazz and Wine Kakheti მეოთხედ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის ჰედლაინერია სოულისა და ჯაზის ვარსკვლავი ლისა სიმონი. ამჯერად ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო.
კონცერტების გარდა, ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, ფესტივალის ფარგლებში, ღვინის დეგუსტაციას გამართავენ და ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.
ღონისძიება გაიმართება სასტუმროებში Radisson Collection, Tsinandali Estate Georgia.
ფესტივალი Jazz and Wine კახეთში 2017 წლიდან ტარდება.