ფარაჯანოვისეული ესთეტიკა და სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას კლიპში
პოპულარულმა პოპ-მომღერალმა, ლედი გაგამ ახალი სინგლი “911” გამოუშვა. სიმღერის ვიდეოკლიპი სომხური წარმოშობის ქართველი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ფილმს – “ბროწეულის ფერს” ეფუძნება.
ვიდეოკლიპში ასევე გამოყენებულია “ბროწეულის ფერის” პოსტერი, რომელზეც სოფიკო ჭიაურელია გამოსახული.
1968 წელს გადაღებული კინოფილმი ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრად აღიარეს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თვით რეჟისორი კი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა. ეს ფილმი ამჟამად XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული.