ნიდერლანდური ვებ-გვერდი ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს

სტატიაში აღნიშნულია, რომ პირველი ღვინო საქართველოში დამზადდა დაახლოებით ძვ.წ. VI ათასწლეულში. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო.

ავტორი წერს, რომ მიწაში ჩამარხულ ჭურჭელში – ქვევრში დამზადებული ღვინო საქართველოს მევენახეობის სიმბოლოა, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში სხვადასხვა კლიმატია, რომელიც განაპირობებს ღვინის მრავალფეროვნებას. აღმოსავლეთით ძირითადად მშრალ ღვინოს აწარმოებენ, ხოლო დასავლეთით – ტკბილ თეთრ და წითელ ღვინოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები