line-ში, ქართულ – იაპონურად მოსაუბრე პერსონაჟის, “ზაზას” სტიკერები შეიქმნა
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ცნობილ საკომუნიკაციო აპლიკაცია – line-ში, ქართულ – იაპონურად მოსაუბრე პერსონაჟის, “ზაზას” სტიკერები შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა (პერსონაჟის პირობითი სახელი) საქართველოს საელჩოს მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ შექმნილი ვებ – საიტის სახეა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით იაპონელ ინტერნეტ მომხმარებელს საქართველოს კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს აცნობს.