ანა ალექსანდრია ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულში მოხვდა

ანა ალექსანდრია  ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულშია. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანა ალექსანდრია GAU-ს ბიზნესის სკოლის QUANT პროგრამის კურსდამთავრებულია. ქართველი გოგონა ახალი ბანკირების სიაში, ლონდონის ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის უმაღლესი შეფასებებით დასრულების შემდეგ აღმოჩნდა.

ამჟამად ანა ალექსანდიას ფოტო ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, „მორგან სტენლის“ სათავო ოფისის ფასადზე შეგიძლიათ იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ „მორგან სტენლი“  ცნობილი, ამერიკული საინვესტიციო ბანკია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები