„ტელესკოლაში“ სწავლა15 სექტემბერს, დილის 9:00 საათზე დაიწყება
პირველი არხის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ სტარტს 15 სექტემბერს, დილის 9:00 საათზე აიღებს.
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. მაგრამ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. 1 ოქტომბრამდე ასევე დისტანციურად ისწავლიან ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, სადაც ინფიცირების ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. 1 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).
„ტელესკოლაში“, კვირაში ერთხელ, ერთ საგანში, ყველა კლასისთვის 15-წუთიანი გაკვეთილი ჩატარდება.
ახალ სასწავლო წელს ერთი სიახლე დაემატა: ინგლისურის გაკვეთილები არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც ჩატარდება.