რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ევროპის რადიოასოციაციის წევრი გახდა

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ერთ – ერთია იმ მსხვილ მედიასაშუალებათაგან, რომელმაც პანდემიით გამოწვეული შედეგი საკუთარ თავზე იწვნია. რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიგოგიძემ უცხოური გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მიღების თხოვნით, ერთ-ერთ გავლენიან და პრესტიჟულ ევროპულ ინსტიტუციას, AER მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიოჰოლდინგის „ფორტუნა“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სრული დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ევროპის რადიოასოციაციამ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება და პირველად, ქართული რადიოსივრცისთვის შექმნა პრეცედენტი, რომლის თანახმადაც, რადიოჰოლდინგი საქართველოდან AER-ის წევრი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სრულად ექნება წვდომა იმ ბენეფიტებთან, რაც საერთაშორისო ევროპულ გავლენიან ორგანიზაციას წლების განმავლობაში დაუგროვდა.“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის რადიოასოციაცია AER 1992 წელს ბრიუსელში დაფუძნდა, ის 17 წევრს აერთიანებს ევროპის მასშტაბით და 5000-მდე კომერციული რადიოსადგურის ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორისაა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა თუ სფეროს მუდმივი განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სახელმწიფოებთან თუ ევროკავშირთან მათი ინტერესების ლობირებაც შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები