„ბადაგონის“ კიდევ ერთი დიდი წარმატება იტალიაში
ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „MONDIAL DES VINS EXTRÊMES CERVIM“, პრემიუმ ღვინოებმა: „ბერების ღვინო 1011“ – დიდი ოქროს მედალი, ხოლო „ალავერდის ტრადიციები“ (წითელი) და „საფერავი ქაშერი“ ოქროს მედალი მოიპოვა.
აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში ღვინის მწარმოებელი ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კონკურსის ჟიური ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შედგება, რომლებიც ბრმა დეგუსტაციის შედეგად ავლენენ საუკეთესო ღვინოს.
კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს ფლობს. კომპანია „ბადაგონის“ პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. „ბადაგონი“ ფლობს 400 ჰა-მდე ვენახებს კახეთის ყველა მიკროზონაში და ქმნის ღვინოს ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან.