სოფელ ბეთლემში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაიხსნა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაიხსნა – თოკების პარკი, ზიპლაინი და ღია ბაზრობა. წლის ბოლომდე ყველა მსურველი უფასოდ მოინახულებს ამ ცენტრს.
„წლის ბოლომდე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით:
- თოკების პარკით
- 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით
ადგილზე გაიხსნა ღია ბაზრობაც, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი.“ – ნათქვამია განცხადებაში.