„მეტი დეველოპმენტი“ სწორად ცხოვრების ფილოსოფიაა – აკაკი შაყულაშვილი
ადამიანებს ყველაზე მეტად პირადი ისტორიები აერთიანებთ. აკაკის ისტორია „მეტი დეველოპმენტს“ ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა, როდესაც მისი ახლობელი ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც ძველმა დეველოპერმა, ბევრი სხვა სამწუხარო მაგალითის მსგავსად, არ ააშენა.
ვინც „მეტი დეველოპმენტს“ იცნობს, ის ამ ამბის გაგრძელებასაც მარტივად მიხვდება. დიახ, სწორედ „მეტი“ აღმოჩნდა კომპანია, რომელმაც ამ ადამიანებს წლების ნატვრა აუსრულა და საკუთარი საცხოვრებელი ბინები გადასცა. ასე მოხვდა აკაკი იმ გუნდში, რომელიც თავის დროზე მას და შემდეგ სხვა დაზარალებულებს დაეხმარა.
ეს ისტორია და მისი გაგრძელება, ადამიანური თუ ემოციური ასპექტებით, იმდენად საინტერესოა, რომ ჯობია, შესავალი ტექსტი აქ შევწყვიტოთ და აკაკიმ ყველაფერი თავად მოგიყვეთ.
-რა არის „მეტი დეველოპმენტის“ მეტი?
-„მეტი დეველოპმენტი“ არ არის მხოლოდ ბიზნესი და მისი მეტი, პირველ რიგში, მეტი პასუხისმგებლობაა. მეტი პასუხისმგებლობა თითოეული მობინადრის, ქალაქის და ზოგადად, ქვეყნის მიმართ. „მეტი დეველოპმენტის“ მეტი არის ის გუნდი, რომელიც არ ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით და მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ უნდა გავუსწროთ დროს არა მხოლოდ ჩვენი მსოფლმხედველობითა და იდეებით, არამედ ჩვენი მოქმედებით: შევქმნათ პროდუქტი, რომლის შინაარსიცა და ვიზუალიც დააკმაყოფილებს არა მხოლოდ დღეს არსებულ მოთხოვნილებებს, არამედ ათწლეულებს გაუძლებს.
-რას ჰპირდება „მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებელს?
-„მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებელს ჰპირდება საუკეთესო საცხოვრებელ პირობებს საუკეთესო გარემოში – უმაღლესი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილ ბინებს: მეტ თბოიზოლაციას, მეტ ხმის იზოლაციას, მეტ სიმწვანესა და მეტ მდგრადობას. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ნოვატორები, არ გვეშინია სიახლისა და პასუხისმგებლობის აღების. პირიქით, ჩვენ ზუსტად ამისთვის ვიბრძვით – ვანგრევთ ჩარჩოებს და გვსურს, განვახორციელოთ უფრო და უფრო მასშტაბური პროექტები.
-რა არის თქვენთვის „მეტი დეველოპმენტი“ და რატომ აირჩიეთ ის, როგორც თანამშრომელმა?
-„მეტი დეველოპმენტი“ ჩემთვის გლობალურად აზროვნებაა… გამორჩეული კომპანია თავისი მიდგომებითა და შეხედულებებით, შეკრული გუნდი, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე უმაღლესი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. „მეტი დეველოპმენტი“ არის ოჯახი, რომელიც ზრუნავს თავის წევრებზე: თანამშრომლებსა და მობინადრეებზე.
ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები 15 წლის განმავლობაში ბინათმშენებლობით დაზარალებულები იყვნენ და საკუთარ ბინებს უშედეგოდ ელოდებოდნენ. სწორედ „მეტი დეველოპმენტი“ აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც მათ დიდი ხნის ნატვრა აუსრულა და საცხოვრებელი ფართები გადასცა. ასე დავინტერესდი „მეტი დეველოპმენტით“ ჯერ როგორც მოქალაქე და შემდეგ – როგორც თანამშრომელი.
თავიდან, სანამ კომპანიის ფილოსოფიას შიგნიდან გავეცნობოდი, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ამ გუნდის დამოკიდებულება ქველმოქმედების მიმართ. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა კომპანიის საქმიანობის ამ მიმართულებაზეც შევიტყვე. რთული წარმოსადგენია სამშენებლო ბიზნესში მომუშავე კომპანია, რომელიც არა მხოლოდ მენაშენეებისგან დაზარალებულ ადამიანებს უდგას გვერდში, არამედ სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობასაც. ჩვენს თითოეულ პროექტში გამოიძებნება ადგილი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის და გაცილებით მაღალი ხარისხის საცხოვრებელი ბინები ბევრად უკეთეს ადგილზე, ჯანსაღ გარემოში.
ასე რომ, ის მცირედიც კი, რასაც გარედან ვხედავდი, ჩემთვის ძალიან დასაფასებელი იყო. ჩემი პირადი მაგალითი გახდა იმის საფუძველი, რომ „მეტი დეველოპმენტის“ გუნდს ამ საჭირო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეში შევერთებოდი. აქ კი, უფრო კარგად დავინახე, რომ „მეტი დეველოპმენტი“ არის კომპანია, რომელსაც ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავს და მეტიც, სხვის მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ცდილობს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ მომხმარებლების კეთილდღეობაზე ფიქრობენ, არამედ მათი გაჭირვების გულთან მიტანა შეუძლიათ. შეუძლიათ, გახდნენ მათი პრობლემების თანამოზიარე და მონაწილეობა მიიღონ პრობლემების მოგვარებაში.
მიმაჩნია, რომ „მეტი დეველოპმენტი“ არა მხოლოდ სწორად მუშაობის, არამედ სწორად ცხოვრების ფილოსოფიაა. ეს ცხოვრების წესი იყო ჩემი მიზანი, როცა ამ გუნდში მოსვლა გადავწყვიტე. ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა, მოგექცნენ და ამის გაკეთება ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია. „მეტი დეველოპმენტი“ კი, საამისოდ იდეალური ადგილია.
-რას ქმნით „მეტი დეველოპმენტისთვის“?
-ჩემი საქმე მობინადრეებთან მეტი კომუნიკაცია და ურთიერთობაა. ჩვენ მათი თითოეული პრობლემა და სურვილი უნდა გავითვალისწინოთ. ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც მთელი ამ პროცესების განმავლობაში შესაძლოა შეექმნათ, მინიმუმამდე უნდა შევამციროთ. ამისათვის აუცილებელია, ჩვენს თითოეულ ნაბიჯს ადევნებდნენ თვალყურს, ნაბიჯს, რომელსაც მათი სურვილების მიხედვით ვდგამთ. პროექტირების თუ მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე მობინადრეები სათანადოდ უნდა იყვნენ ჩართულნი და გრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან ყველა იმ პროცესის, რაც „მეტი დეველოპმენტში“ მიმდინარეობს.
ჩემი ფუნქცია ხიდჩატეხილობის პრობლემის მოგვარებაა, იმ ხიდჩატეხილობისა და უნდობლობის, რომელსაც დეველოპერების მიერ მოტყუებული მოსახლეობა გრძნობს. ჩვენს მობინადრეებს პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ ჩემთან და 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მე სწორედ მათ ვემსახურები. რადგანაც „მეტი დეველოპმენტი“ სხვა კომპანიების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს ასრულებს, ფაქტობრივად, ჩვენ ყველა მობინადრესთან ურთიერთობას იმ ძველი იმედგაცრუების ფონზე ვიწყებთ. ჩემი სამუშაოს მიზანიც მაშინაა შესრულებული, როცა თითოეულ მათგანთან ამ უნდობლობის ბარიერს გადავლახავთ და მათ ეცოდინებათ, რომ ვერასდროს ვეღარავინ მოატყუებთ. „მეტი დეველოპმენტი“ ადამიანებს აძლევს სიმშვიდეს, ნუგეშს, იმედსა და რაც მთავარია, შედეგს.
-თქვენი პროგრამა „მინიმუმი“ და „მაქსიმუმი“…
-„მეტი დეველოპმენტის“ თითოეული თანამშრომელი მაქსიმუმზეა ორიენტირებული. არ არსებობს ქვედა ზღვარი, რომლის გადალახვაც ჩვენთვის საკმარისია. სულ უფრო და უფრო მაღლა ასვლას ვცდილობთ. ნებისმიერი პროექტის დაწყებისას ჩვენ ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მაქსიმალური შედეგისთვის, მაგრამ თუ კითხვას ამ სახით უნდა ვუპასუხო, ალბათ, გეტყვით, რომ ჩემი, ისევე, როგორც „მეტი დეველოპმენტის“ მინიმუმი მომხმარებლის კმაყოფილება, ხოლო მაქსიმუმი – ბედნიერებაა.
-როგორც წარმოგიდგენიათ „მეტი დეველოპმენტის“ როლი გლობალურ კონტექსტში?
-ჩემი ხედვით, „მეტი დეველოპმენტის“ როლი ახალი, ყველაზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა. ჩვენ თითოეული კონკურენტისთვის და ზოგადად, მენაშენეთათვის ხარისხის გაუმჯობესების გარანტი უნდა ვიყოთ. „მეტი დეველოპმენტი“ არის კომპანია, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ხარისხის თამასა არსებულზე გაცილებით მაღლა ასწია – მობინადრეების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ჩვენ ვამკვიდრებთ საქმიანობის ისეთ წესს, რომლის ამოსავალი წერტილიც არა ფინანსური სარგებელი, არამედ, როგორც გითხარით, ბედნიერი მომხმარებელია. ყველა სხვა ფაქტორი მასზე დაბლა დგას. ეს მიდგომა იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ჩვენი მობინადრეები ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტით იღებენ.