საქართველოს ელჩის შეხვედრა მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ კომპანია „Extreme”- ის დამფუძნებელთან

დიდ ბრიტანეთში ელჩმა სოფიო ქაცარავამ მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული კომპანიის „Extreme” დამფუძნებელთან, ალისტერ გოსლინგთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი მაკო აბაშიძე.

კომპანია “Extreme” 25 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის განვითარების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ბრენდს წარმოადგენს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, თავისი ინფრასტრუქტურისა და უნიკალური ბუნების გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ადგილია ექსტრემალური ტურიზმის განსავითარებლად. ალისტერ გოსლინგმა თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ კონკრეტული ინიციატივების განხილვას.“ – ნათქვამია დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები