გიდებმა, ტურ-ოპერატორთა და საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლებმა მიზნობრივი ტრენინგები გაიარეს
COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში, აჭარის გიდები უსაფრთხოების სპეციალური ნორმების დაცვით შეძლებენ გააცნონ ეს ულამაზესი რეგიონი ვიზიტორებს. ახლა ისინი უკვე სრულად აღჭურვილნი არიან ინდივიდუალური თავდაცვის ეკიპირებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით.
გიდებმა, ტურ-ოპერატორთა და საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლებმა გაიარეს მიზნობრივი ტრენინგები კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის შესახებ.
ამ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, ახორციელებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.