ზაურ მეშველიანი მუშაობას Google-ის მიუნხენის ოფისში იწყებს
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, ზაურ მეშველიანი მუშაობას Google-ის მიუნხენის ოფისში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
ზაურ მეშველიანი Chrome OS Security & Privacy-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს.