ნიკოლოზ ნამორაძის ვიდეოკონცერტი 27 აგვისტოს გაიმართება

საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ივლისსა და აგვისტოში აუდიტორიას ახალ ონლაინპროექტს შეთავაზა, რომლის მიზანსაც გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინ კონცერტებისა და ვიდეორგოლების მომზადება.

პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები იღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ ანონსდება.

ამჯერად, 27 აგვისტოს, 19 საათზე, თქვენ ნიკოლოზ ნამორაძესთან გელით შეხვედრა.

პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ ნამორაძემ, საერთაშორისო ყურადღება 2018 წელს მიიპყრო, როდესაც პიანისტთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში – «ჰონენსში» გაიმარჯვა. ეს კონკურსი კანადის ქალაქ კალგარიში, სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. «კალგარი ჰერალდმა» ნამორაძეს «შეუდარებელი» და «პიანისტთა პიანისტი» უწოდა, რომლის «შესრულება საერთაშორისო დონის სინატიფით გამოირჩევა, ხოლო ინტერპრირების უნარი ყურადღებას იმსახურებს და აღტაცებას იწვევს.»

«ჰონენსის» ლაურეატობის რანგში ნამორაძე სოლო კონცერტებს მართავს ისეთ დარბაზებში, როგორიცაა «კარნეგი ჰოლი» (ნიუ -იორკი), 92nd Street (ნიუ-იორკი), უიგმორ ჰოლი (ლონდონი), ბუნკა კაიკანი (ტოკიო), გარდნერის მუზეუმი (ბოსტონი) და კონცერტჰაუსი (ბერლინი); ჩანაწერებს აკეთებს «ჰონენსის», «ჰაიპერიონის» და «სტეინვეის» ჩამწერ სტუდიებთან; უკრავს ისეთ მუსიკალურ ანსამბლებთან, როგორიცაა ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი, და გამოდის მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებსა და მუსიკალურ ცენრებში, როგორებიცაა რურის საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალი, სანტა ფეს კამერული მუსიკალური ფესტივალი, მაიამის პიანისტთა სართაშორისო ფესტივალი და ბანფის ხელოვნების ცენტრი.

ბუდაპეშტში, ვენასა და ფლორენციაში ბაკავრიატის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ნამორაძემ მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლა «ჯულიარდში» გააგრძელა. ამჟამად ის ნიუ-იორკის საქალაქო ინივერსტეტის (CUNY Graduate Center) ასპირანტურის ცენტრის დოქტორანტი და სტიპენდიანტია. მის პედაგოგებსა და მენტორებს შორის არიან იმანუელ ექსი, ელისო ვირსალაძე, ზოლტან კოშიჩი და ანდრაშ შიფი ფორტეპიანოში და ჯონ კორელიანო კომპოზიციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები