ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური გამოცემები გადაეცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური ქართული ძველნაბეჭდი გამოცემები, მათ შორის ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემა, ასევე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ჟურნალები – გადაეცა. უნიკალური გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ გადასცა, რომელსაც თავის მხრივ, კერძო პირმა საკუთარი კოლექციიდან ჩააბარა.
რარიტეტულ ლიტერატურას უახლოეს მომავალში ჩაუტარდება რესტავრაცია და ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიდებს ბინას.
ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, სიმონ ნოზაძის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.