თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ონლაინკონცერტს გამართავს

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ვიდეოკონცერტი ეროვნული სასახლის სარკეებიანი დარბაზიდან, სპეციალურად გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის 26 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. კონცერტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს რუბრიკის ნაწილია. პროექტის მიზანს გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინ კონცერტებისა და ვიდეორგოლების მომზადება.

როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ქართველები წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაშიც საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ.

პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ დაანონსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები