“მწვანე ბლოგი” სტუმრად “ეკო სითი კრწანისში”

“მწვანე ბლოგი” ამჯერად “მეტი დეველოპმენტის” კომპლექს “ეკო სითის” ესტუმრა. რა არის ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც “ეკო სითის” სხვა მშენებლობებისაგან გამოარჩევს, რას გულისხმობს კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა, როგორ მიიღწევა ჯანსაღი, მწვანე და მაქსიმალურად სუფთა ეკოლოგიური გარემო და რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი “ეკო სითიზე” – სწორედ ამ კითხვებზე პასუხს იხილავთ “მწვანე ბლოგში”.

“ეკო სითი მეტი დეველოპმენტისაგან” წლებია, ეკომეგობრულ საცხოვრებელ უბნებს აშენებს  და მავნე ჩარევისაგან გარემოს დაცვა მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის  ნაწილია. გამწვანებული კორპუსები, მყუდრო სკვერები, მოპირკეთებული ფასადები, ინკლუზიური გარემო, ენერგოეფექტურობა, თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურა, ველოსადგომები და ელექტრო ტრანსპორტის  დასამუხტი სადგურები სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც “ეკოსითის” სხვა მშენებლობებისაგან გამოარჩევს.

გოგა ჩანადირს “ეკო სითიში” მეგზურობა “მეტი დეველოპმენტის” მთავარმა არქიტექტორმა, გიორგი გაბუნიამ გაუწია, რომელიც “მწვანე ბლოგის” მაყურებელს ეკოლოგიური მშენებლობის მახასიათებლებს აცნობს. როგორც გიორგი აღნიშნავს, კომპლექსი გამორჩეული იქნება არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური გამწვანებითაც, რაც აივნებსა და სახურავზე მწვანე ნარგავების გაშენებას გულისხმობს.

” გარდა იმისა, რომ კომპლექსი ბუნებრივად გამწვანებულ გარემოში შენდება და აივნებიდან ულამაზესი ხედი იშლება, მნიშვნელოვანია, რა ხდება არა მხოლოდ ირგვლივ, არამედ ღობის შიგნით. ჩვენი აქცენტი მაქსიმალურ სიმწვანეზეა, მათ შორის, ვერტიკალურ გამწვანებაზე. ამ მიზნით, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, ენდემური ნარგავები შეირჩა – მათი 60% მარადმწვანე ნერგები იქნება, დანარჩენი ნაწილი კი სეზონურად მოყვავილე, შედეგად, წელიწადის ნებისმიერი დროს “ეკო სითის” აივნები ულამაზესი სანახავი იქნება. გარდა ამისა, შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მათი ფესვთა სისტემის წონა, რომელიც დამატებით ტვირთად არ უნდა დაწოლოდა კონსტრუქციას” – ამბობს გიორგი გაბუნია, “მეტი დეველოპმენტის” მთავარი არქიტექტორი.

რასაკვირველია, ეკოლოგიურობა მხოლოდ მწვანე ნარგავებით არ ვლინდება და კომპანიის მიერ მშენებლობისას გამოყენებული მასალებიც სრულ შესაბამისობაშია ეკომშენებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან, მათ შორის, გამოყენებულია ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი და ცეცხლმედეგი სამშენებლო მასალები. 

შეგახსენებთ, რომ „მწვანე ბლოგი“ “ქართული კვირისა” და “ეკო სითის” ერთობლივი პროექტია, რომელსაც სიამოვნებით შეუერთდა ფოტოხელოვანი და ეკოაქტივისტი გოგა ჩანადირი, სწორედ ის ამზადებს ყოველკვირეულ ბლოგებს, რომლებშიც ეკომნიშვნელობის,  საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს შეეხება.

რუბრიკის მხარდამჭერია საცხოვრებელი კომპლექსი “ეკოსითი”, რომელსაც ბაზარზე “მეტი დეველოპმენტი” წარმოგვიდგენს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები