ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვი და მოცვი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში საექსპორტოდ გაიტანა. 

შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„შპს „გლენბერი“ ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფერმერებზე. აღნიშნული საწარმო უკვე მეორე წელია, საერთაშორისო ბაზრებს აწვდის მათ მიერ წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქციას“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები