საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის გაიხსნა

15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინოთ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვები. ამ რეკომენდაციებს დაცული ტერიტორიების სააგენტო გთავაზობთ.

„▪შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;

▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;

▪დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;

▪რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად

ზოგადი რეკომენდაციები:

▪თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;

▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;

▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;

▪გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები