იშვიათი კადრები – ვიდეოხაფანგმა გადაშენების პირას მყოფი ფოცხვერები დააფიქსირა
რეინჯერმა ალექსანდრე შაორძაძიამ ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტყე-ველში მოსეირნე ფოცხვერები დააფიქსირა. ფოცხვერი ძირითადად ტყის ბინადარია, თუმცა გაშლილ მდელოებზეც გვხვდება. ბინადრობს, როგორც მთის, ასევე ვაკის უღრან ადგილებში. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით.