9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა
9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა და ამ თარიღთან დაკავშირებით, 8 – 14 ივნისს მსოფლიო არქივების საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს.
საქართველოს ეროვნული არქივი 2020 წელსაც უერთდება ამ დღეს, ამჯერად ონლაინ სივრცეში.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:
8 ივნისი – ვიდეოკოლაჟი ვიტორიო სელას კოლექციის შესახებ;
9 ივნისი – „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“ – წიგნის წარდგენა სამეცნიერო განყოფილების უფროსის, ქეთევან ასათიანის მიერ;
10 ივნისი – ვირტუალური გამოფენა „საერთაშორისო არქივები“;
11 ივნისი – პროექტი „ძველი და თანამედროვე ბათუმი“;
12 ივნისი – ქვიზი „საქართველოს მწვერვალები“.