9 ქართველი მეზღვაური თურქეთიდან სამშობლოში დააბრუნეს
მიუხედავად თურქეთის რესპუბლიკაში შესვლასა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისა და საყოველთაო კარანტინისა, ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ მოპოვებული ნებართვების საფუძველზე, 5 ივნისს, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 9 ქართველი მეზღვაური ქალაქ სამსუნის პორტიდან სამშობლოში უსაფრთხოდ დააბურნეს. მეზღვაურები საერთაშორისო ნაოსნობაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უახლოესი დრეების განმავლობაში თურქეთის დედაქალაქსა და 30 უმსხვილეს ქალაქში სრულად იყო აკრძალეული ადამიანების ქუჩაში გადაადგილება.