ევროპის საბჭოს ესეების კონკურსის გამარჯვებული სოფელ ღების სკოლის მოსწავლე გახდა

ევროპის საბჭოს ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა. პირველი ადგილის მფლობელს მასწავლებლების თანხლებით ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ვიზიტის შესაძლებლობა ექნება, ასევე სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ სხვა გამარჯვებულებსაც.

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა მისასალმებელ სიტყვაში გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს. ღონისძიების დროს, ქართველმა პოეტმა, რატი ამაღლობელმა ქართულ ლიტერატურაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

პირველი ადგილი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ბერდია ალხიძემ მოიპოვა. იგი თავის მასწავლებელთან ერთად საფრანგეთში, სტრასბურგში გაემგზავრება.

საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ესე იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო საუკეთესო 10 ესე შეირჩა გამოსაცემად.

  • ბერდია ალხიძე, სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა
  • თამარი ხვთისიაშვილი, სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა
  • ილია დავითაძე, სსიპ ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლა
  • ელენე დოლიძე, სსიპ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლა
  • ქეთი გიგინეიშვილი, სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
  • თინა თურმანიძე, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
  • გიორგი ფარასტაევი, სსიპ ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლა
  • სალომე გუბელაძე, შპს მეექვსე საავტორო სკოლა
  • მანანა ბერაია, სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლა
  • ქრისტინა ქარჩავა, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა

ესეების კონკურსში მონაწილეობა 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები