მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკემ  ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ნინომ 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა, ნინო ხომერიკმა კი მეოთხე შედეგი აჩვენა.

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში საქართველოდან სხვასხვა ეტაპზე 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. 

წყარო: კრისტალსპორტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები