მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 3 დამატებითი სპეცრეისი დაინიშნა
საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივი ჩამოყვანის პროცესს.
საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა დამატებითი ავიარეისები შემდეგი მიმართულებით:
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი
გუშინ, 21 აპრილს შესრულდა რომი-თბილისის სპეციალური ავიარეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 180 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, სტუდენტები, არასრულწლოვანი ბავშვები, მეზღვაურები და სხვა.