საელჩოს გაფრთხილება მოქალაქეებს – თურქეთის 31 უდიდეს ქალაქში 13 აპრილამდე ქუჩაში გასვლა აიკრძალა 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთმა ახალი შეზღუდვები აამოქმედა, კერძოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილის 24 საათიდან 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის დედაქალაქსა და 30 უდიდეს ქალაქში: ადანა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შემდეგ სატელეფონო
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები