ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა
მორიგი სპეცრეისით საქართველოში 180 მოქალაქე დააბრუნეს. რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი 31 მარტს, 1 საათის დაგვიანებით დაეშვა თბილისის აეროპორტში, ყველა მგზავრი სავალდებულო 14-დღიან კარანტინში მოთავსდა.
ეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შესრულებული მეექვსე სპეციალური რეისია. უახლოეს დღეებში კი მოქალაქეებს ბერლინიდან, ვარშავადან, ათენიდან და ლარნაკადან დააბუნებენ.