რეკომენდაცია მშობლებს
როგორც იცით სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას:
შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
შეადგინეთ კვირის გეგმა;
მოუსმინეთ ბავშვებს;
უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ;
ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება;
შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა;
ჩაერთეთ მთელი ოჯახი.
დაწვრილენითი ინფორმაციისთვის განათლების სამინისტროს გვერდს ეწვიეთ.
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
▶ საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით.
მომსახურება უფასოა.