საქართველოში სამედიცინო ნიღბების წარმოება იწყება
დღეიდან საქართველოში სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყება.
„უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის „აჭარა ტექსტილი“. პირადად ვესტუმრები ხვალ ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ყველაზე მეტი შეხება აქვთ სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“.
ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს მრავალჯერადი ნიღბები იქნება, რომელსაც გამოყენების ინსტრუქცია მოჰყვება და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან არის შეთანხმებული.
პირბადეების წარმოებას საქართველოში უკვე მეორე საწარმო, ზუგდიდის სოციალური სამკერვალო ფაბრიკა „ჰანგი“ შეუერთდა.