თბილისში გაზაფხული ამ ნუშს მოჰყავს…

„სხვათა შორის, ეს ნუშის ხე, რომელიც ყვავილობას თბილისში ყველა ნუშს ასწრებს, ჩვენი უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მეცნიერმა პლატონ გაგნიძემ 51 წლის წინ დარგო.

ასე რომ, ტექნიკურის ნუში წელს 51 წლის გახდა.“ – წერს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის გვერდზე.

‘’თბილისში გაზაფხული ამ ნუშს მოჰყავს!!! “გეპეელები” (52-წელია, რაც ”გეპეიში” ვმუშაობ) ყოველთვის ვამაყობთ ამით. სულ მეშინია, რომ დაბერდება მერე რა გვეშველება? ხომ არ სჯობს, ახლავე გვერდით დავურგოთ ახალი ნუშის ნერგი. ორივე ერთად აყვავდება, მერე პატარა გააგრძელებს სიცოცხლეს და გაზაფხულის მოყვანას თბილისში. კარგია წყვეტა თუ არ მოხდება. რამდენჯერმე დავაყენე ეს საკითხი, იქნებ ახლა მაინც ითავოს ვინმემ. თუ დამიძახებენ, ორმოს ამოთხრაში დავეხმარები.’’ –  წერს ჰენრი კუპრაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები