რა ცვლილებები შევიდა საერთაშორისო ფრენების განრიგში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად?
უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizzair იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება.
მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები გამგზავრების თარიღამდე მინიმუმ 14 დღით ადრე სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ. მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ჰქონდათ ავიაბილეთები ნაყიდი wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ავიაკომპანია მათ თანხის სრულად დაბრუნებას ან ღირებულების 120%-ის Wizz კრედიტზე გადატანას სთავაზობს.
ყოველკვირეული სიხშირის ცვლილება გულისხმობს 11 მარტიდან 2 აპრილამდე კვირაში დაგეგემილი 2-4 ფრენის ნაცვლად მხოლოდ 1-ის შესრულებას. ცვლილება ეხება ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტიდან ბოლონიის, ფიუმიჩინოს(რომი) და მალპენსას(მილანი) მიმართულებით განსახორციელებელ ფრენებს.