წიგნების თარო მცხეთაში

პროექტი “წიგნების თარო” საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით 28 თებერვალს მცხეთას ეწვევა და ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების პარტნიორია გამომცემლობა „პალიტრა L“.

ღონისძიებას უმასპინძლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია, სახელწოდებით “ხელნაწერები არ იწვიან – როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას”. ლექციას წაიკითხავენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და “წიგნების თაროს” წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ღონისძიების სტუმრები იქნებიან ლიბერთინსელები, რომელებიც თინეიჯერებისთვის ქართულ ენაზე გამოსაცემ ლიტერატურას არჩევენ. ისინი მკითხელს თავად გააცნობენ პროექტს.

“წიგნების თარო” ლექციის შემდგომ ტრადიციული ფორმატით საჯარო თამაშს მოაწყობს. საჯარო თამაშზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თითოეული მოპასუხე “წიგნების თაროს” პრიზებით დასაჩუქრდება. გამარჯვებულებს წიგნებით გამომცემლობა „პალიტრა L“ დააჯილდოვებს. თამაშს ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები