გიორგი გაგნიძე მასტერკლასს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართავს
26 თებერვალს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, მასტერკლასს გამართავს კონსერვატორიის კურსდამთავრებული, სახელოვანი ბარიტონი, მსოფლიოს უდიდესი საოპერო სცენის ვარსკვლავი გიორგი გაგნიძე.
მასტერკლასზე სტუდენტების მიერ წარსადგენი პროგრამა მრავალფეროვანი იქნება – სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების, როგორც საოპერო, ასევე კამერული ჟანრის ნიმუშები.
დასწრება თავისუფალია.