ბერლინის ფილარმონიაში გია ყანჩელის მუსიკა აჟღერდება
23 თებერვალს ბერლინში, კამერული მუსიკის ფილარმონიაში, ორი ლეგენდარული კომპოზიტორის, იოჰანეს ბრამსისა და გია ყანჩელის მუსიკალური საღამო გაიმართება.
“სილამაზეც უნდა მოკვდეს” ასე უწოდა სეზონის მეორე მუსიკალური პროექტს ბერლინის კაპელამ.
2019 წელს დაღუპულმა ქართველმა კომპოზიტორმა, იცოდა, რას ნიშნავს საზღვრების გადაკვეთა: 1991 წელს მან დატოვა თავისი სამშობლო, საქართველო და მას შემდეგ დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა.
მისი მუსიკა ანათებს ადამიანის ცხოვრების ღამეს, მას არ ეშინია უფსკრულებისა და მარტოობის. მისი ნამუშევარი Styx for viola, chor and orchestra არის თანამედროვე საგუნდო სიმფონიური მუსიკის უძვირფასესი ნიმუში”- წერს ბერლინის კაპელა კონცერტთან დაკავშირებით.