მარიამ ჟორდანია ”უკრაინის ხმის” მონაწილე გახდა
კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი საზღვრებს გარეთ – მარიამ ჟორდანია ”უკრაინის ხმის” მონაწილე გახდა. მან ცნობილი სიმღერა „Song Of A Preacher Man“ შეასრულა.
ბრმა მოსმენაზე მარიამს ჟიურის წევრები შემოუბრუნდნენ.
‘’თქვენს ხმაში სიძლიერეა, ქართველი ერის სიძლიერე’’- ასეთი ეპითეტით შეამკო მარიამი ჟიურის ერთ – ერთმა წევრმა.
‘’მე მარიამ ჟორდანია ვარ. 17 წლის, საქართველოდან. სპეციალურად ჩამოვედი, რომ თქვენთვის მემღერა. ამ პროექტში იმის დასამტკიცებლად მოვედი, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ აქ და ვიხტუნაოთ. ადრე ჩემთვის ეს აუხდენელი ოცნება იყო და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი ადამიანები ჩემზე საუბრობთ. მე ძლიერი ქალი ვარ, არ ვიტირებ, ამ მომენტით მხოლოდ სიამოვნებას მივიღებ.’’