3 ოქროს მედალი რომიდან

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა.

ძალოსანმა რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური ლიცენზიების ქულებიც თამაშდება, ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში  ასევე პირველი ადგილი დაისაკუთრა ძალოსანმა დაძლეული 201/210 კილოგრამით.

ანტონ პლესნოი, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 კილოგრამით, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები