საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად გაიმართება
ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა ორგანიზაცია ა(ა)იპ ”ღირსეული თანადგომა ომის ვეტერანების” ორგანიზებით, ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად გაიმართება.
გამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 31 იანვარს, 18:00 საათზე გაიხსნება. მსურველებს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა 11 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.
გამოფენიდან შემოსული თანხის ძირითადი ნაწილი ომის ვეტერანების შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.
ანალოგიური პროექტი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გასულ წელსაც განხორციელდა.