კუვეიტში საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოფარიკავეების გამარჯვებით დასრულდა

კუვეიტის ფარიკაობის კლუბის (Kuwait Fencing Team) ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოფარიკავეების გამარჯვებით დასრულდა.

რაპირაში ქართულ ფინალში ლუკა ღაღანიძემ ლაშა გალუაშვილი დაამარცხა, ხოლო დაშნაში ჩემპიონი გიორგი დიდია გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირამდე კუვეიტის ფარიკაობის კლუბის მიერ ორგანიზებულ ზამთრის ერთკვირიან კემპში, მონაწილება ხუთმა ქართველმა მოფარიკავემ მიიღო.

ადგილობრივ და ეგვიპტელ სპორტსმენებთან ერთად ერთობლივი წვრთნები: ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა, ასევე დაშნით მოფარიკავეებმა: ლადო ხვედელიძემ, გიორგი დიდიამ და საბა ბიწაძემ, მწვრთნელ დავით არველაძესთან ერთად გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები