ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმის“ – ‘’O Ses Türkiye’’- ს მონაწილეა

თათია კობალაძემ  ‘’თურქეთის ხმის“ რთულ შესარჩევ კონკურსზე ჟიურის ოთხივე წევრის შემობრუნება შეძლო.

მან მენტორად  ბეიაზ ოზთურქი აირჩია – ”გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს“ – ასე უპასუხა თათიამ წამყვანის კითხვას, თუ ვის გუნდში სურდა მოხვედრა. როდესაც გახარებული მენტორი მას მიუახლოვდა ჩაეხუტა და უთხრა „იცი მე ქართველი მამა მყავდაო“.

იმედია თათიას მონდომება და შრომა დაფასდება და ‘’O Ses Türkiye’’- ის ფინალში მოხვდება.

თათია კობალაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა  საესტრადო ვოკალის განხრით. ის  სხვადასხვა დროს ქართულ და უკრაინულ „იქს ფაქტორში“ მონაწილეობდა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები