კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები