არჩილ კალანდია ჩინეთის კინოს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეს ლი კუოცის შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ჩინეთის კინოს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეს ლი კუოცის შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა მიმდინარე წელს ჩინეთში ქართული ფილმების კვირეულის ორგანიზების შესაძლებლობები  და ასევე, ორ ქვეყანას შორის კინო ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ინფორმაციისთვის, 2017 და 2018 წლებში პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართულმა ფილმებმა „ლუკა“ და „საშიში დედა“  მთავარი ჯილდო მოიპოვეს, ხოლო 2019 წელს, შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართულმა ფილმმა „ჩაისუნთქე – ამოისუნთქე“ ჟიურის მთავარი პრიზი მოიპოვა და ასევე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მთავარი პრიზი ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები