ბერლინში ნათია თოდუას სოლო კონცერტი გაიმართება

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა 2020 წლის პირველ კონცერტს 10 იანვარს ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “Stiftung Starke Gemeinnützige Kunststiftung”-ის საკონცერტო სივრცეში გამართავს. 

მომღერალი ბერლინში საკუთარ პირველ ალბომს “MISS YOU”-ს წარადგენს.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც „The Voice of Germany-ის“ მეშვიდე სეზონის  მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. გასულ წელს კი  „Music Video Underground-ის“ ჯილდო, ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები