ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. 

საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ.

ჯარისკაცებმა ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული საღამოც გამართეს. მე-12 ბატალიონის მეთაურმა მიწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართველი სამხედროების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები