საუდის არაბეთში ქართული მინერალური წყალი გაიყიდება
საუდის არაბეთის სუპერმარკეტებში ქართული მინერალური წყალი გამოჩნდა. შპს “საირმე მინერალ ვოთერსის” პროდუქციის შეძენა ქვეყნის მასშტაბით არსებულ რამდენიმე მხსვილ სავაჭრო ობიექტში იქნება შესაძლებელი.
კომპანიის პროდუცქია აქამდე 17 ქვეყანაში გადიოდა ექსპორტზე, საუდის არაბეთი მე-18 ბაზარია. მანამდე კი “საირმე მინერალ ვოთერსი” გასულ წელს ყატარისა და ბაჰრეინის ბაზრებზე შევიდა. კომპანია საქართველოს ბიზნეს რეიტინგის ტოპ ხუთეულში სწორედ მისი ექსპორტის მოცულობის გამოა შესული.