საქართველოს ოქროს წერაყინი 2019

2019 წლის 29 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ალპური კლუბის მთამსვლელობის მუზეუმში  2018-2019 წლების მთამსვლელური ექსპედიციების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

ჭაუხი, შხარა, მატერჰორნი, ნანგა პარბატი, ამა დაბლამი იმ მთების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დალაშქვრაც შესძლეს ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.

შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წარადგენს 2018-2019 წლების სპორტულ ანგარიშს; გაიმართება 2019 წელს განხორციელებული ექსპედიციების ფოტოგამოფენა; გამოვლინდება 2018 და 2019 წლების საუკეთესო ექპედიციები.

შეხვედრაზე დაწრება თავიუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები